კომაროვის სკოლის, მეცხრე კლასის სადამრიგებლო პროექტი "აღმოაჩინე ძველი თბილისი"

2017 წლის 4 აპრილს კომაროვის სკოლის IX-4 კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი ნანა თურქაძე) სადამრიგებლო პროექტის, “აღმოაჩინე ძველი თბილისი“, ფარგლებში ძველ თბილისში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. კომაროვის მოსწავლეებმა ძველი თბილისის აღმოჩენა  კოლმეურნეობის მოედნიდან დაიწყეს და აბანოთუბანში დაამთავრეს. 

ექსკურსიის  პირველი ნაწილი შემეცნებითი ხასიათის იყო, ბავშვები გაეცვნენ ძველი თბილისის ისტორიასა და მნიშვნელოვან ადგილებს. ექსკურსიის მეორე ნაწილი კი შეჯიბრს დაეთმო, სადაც მოსწავლეთა ჯგუფებმა განვლილ ადგილებში აღმოაჩინეს მინიშნებები; ყოველ წინა მინიშნებას მიჰყავდა ისინი მის შემდგომთან. გუნდებმა წარმატებით გაიარეს ეს ეტაპები და პრიზებიც დაიმსახურეს. 


ზემოთ